საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევილის ქართული მამულის საბჭოს სხდომა გაიმართა

23.01.2018 .თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ლევილის ქართული მამულის საბჭოს სხდომა

სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გონაძე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე საფრანგეთში ისტორიული ქართული დიასპორის წევრები.

შეხვედრაზე  საბჭოს წევრებმა და ექსპერტთა ჯგუფმა ისაუბრეს ლევილის ქართული მამულის გადმოცემისა და არსებული მდგომარეობის შესახებ. ხაზი გაესვა საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ერთი წლის შემაჯამებელ შედეგებს. საბჭოს წევრებმა ასევე ისაუბრეს მამულში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმების დასახვაზე.

ფრანგულმა არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიამ, საქართველოს კულტურის და განათლების სამინისტროების, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მოწვეულ ექპერტებს პირველადი კონცეფცია წარუდგინეს.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.