საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

03.05.2019 თბილისი- შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე. აშშ-ის მხრიდან სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებენ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევრაზიაში უსაფრთხოების პროგრამების მხარდაჭერის საკითხებში, ჯორგან ენდრიუსი. შეხვედრას აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.   
 
სტრატეგიული პარტნიორობის კომისია წარმოადგენს უმთავრეს, ორმხრივ სტრატეგიულ დიალოგს, რომლის დანიშნულებაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და, ჩვენი საერთო მიზნის, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. კომისია ყურადღებას ამახვილებს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე  დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ხალხთა შორის ურთიერობისა და კულტურული გაცვლის სფეროებზე.   
 
საქართველოში ყოფნისას აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა პარტნიორთან ცალკეულ შეხვედრებსაც გამართავენ, რათა განიხილონ აშშ-ის მთავრობის დახმარება დემოკრატიისა და მმართველობის სფეროებში.