საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

15.10.2019 ქ. თბილისი-  საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის -„ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“-რიგით მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი რიჩარდ ტიბელსი.

შეხვედრისას განხილულ იქნა გასული ერთი წლის განმავლობაში ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კლიმატისა და სამოქალაქო დაცვის მიმართულებით, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიმდინარეობა. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად  იქნა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები და იდენტიფიცირებულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა აღნიშნული თემატური ჯგუფის კომპეტენციაში შემავალ თემატიკასთან დაკავშირებით.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საზღვაო და სახმელეთოს ტრანსპორტის სააგენტოების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს რკინიგზისა და შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე, ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა.