საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა

4.04.2019 ქ. თბილისი-  საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის -    საინფორმაციო საზოგადოება; აუდიოვიზუალური და მედიის სფერო; მეცნიერება და ტექნოლოგიებიგანათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა; კულტურა, სპორტი და ფიზიკური აქტივობა“ რიგით მე-4 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი მიმართულების დირექტორის მოადგილე დირკ ლორენსი და საქართველოსთან და მოლდოვასთან ორმხრივი ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლეტა პუსტერლა.
 
სხდომის გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა მონაწილეებს და დადებითად შეაფასა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განათლების, კულტურის და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები.
 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებმა და ასევე, ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა. 
 
სხდომაზე განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განთლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ტექნოლოგიების და აუდიოვიზუალის სფეროში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი. საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი დადებითად იქნა შეფასებული ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან.