საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

3.05.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრა გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, ვერენა ტეილორმა.
 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის შედეგების შეჯამება და ახალი 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის თემატური განხილვა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით.
 
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო საქართველოსა და ევროპის საბჭოს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების და ახალი სამოქმედო გეგმის განხილვას 2020-2023 წლებისათვის.