საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან და კოლუმბიის ახალგაზრდა რაგბისტებთან.

შეხვედრა კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯანსაღი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდა სპორტსმენებისა და ხელოვნების  გაცვლით პროგრამების ხელშეწყობას. 

შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტისა და კულტურის სფეროებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.  

აღსანიშნავია, რომ სპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების და შესაბამისი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 22 თებერვალს უმასპინძლა კოლუმბიის ოფიციალურ დელეგაციას.  სწორედ ამ შეხვედრის დროს, საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობით,   დაიგეგმა საქართველოში კოლუმბიის ახალგაზრდა მორაგბეთა სტუმრობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ხაბელაშვილმა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა მორაგბეებს და იმედი გამოთქვეს რომ აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო  შეუწყობს ხელს საქართველოსა და კოლუმბიას შორის ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებაზე.