საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან

21.04.2017, თბილისი - 2017 წლის 21 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა შეხვდა სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, რობერტ ონდრეიჩაკს. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობას, თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მხარეებმა მიმოიხილეს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები,  ნატო-ს მომავალი სამიტი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში. საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. მინისტრის მოადგილემ სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელწმიფო მდივანს  ინფორმაცია მიაწოდა   საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.




 

 

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.