საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური კურსი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“ ჩატარდა

 
2.04.2019  ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასრულდა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული სპეციალური კურსი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“.
 
5 დღის განმავლობაში ტურისტულ გიდებს ლექციები წაუკითხეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორებმა და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა, ელჩებმა.
 
კურსის ოფიციალურ დახურვას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ბრეგვაძე. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
 
აღსანიშნავია, რომ პროექტი გაგრძელდება და სპეციალური კურსი აჭარის ტურისტული გიდებისთვის გაიმართება ბათუმში, 19-21 აპრილს.