საგრანტო პროგრამის -„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ კონკურსის პირველი შესარჩევი ეტაპი დასრულდა

10.11.2019 ქ.თბილისი- დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, პირველი შესარჩევი ფაზა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების განაცხადების ძირითადი ფორმალური მოთხოვნების შესაბამისობა დაადგინა.

კომისიის გადაწყვეტილებით საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი გადალახა 17 ქვეყნიდან წარმოდგენილმა  64-მა პროექტმა, რომლის თაობაზეც წერილობით ეცნობებათ კონკურსში მონაწილე ყველა პირს. 

კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსის მეორე ეტაპის გამართვის თარიღის და დროის თაობაზე წერილობით წინასაწარ ეცნობებათ  კონკურსის მონაწილეებს.

პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“  მიზანია, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ პროგრამის ამოცანაა, დიასპორაზე მიმართული ინიციატივების დაფინანსების მექანიზმის შექმნის გზით დიასპორასა და სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავება.