ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა ვიქტორიის შტატში შეხვედრები გამართა

30.10.2019 ავსტრალია - ვიქტორიის შტატში  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე, შეხვდა ქ. მელბურნის მერს - სალი ქეფს, ვიქტორიის შტატის პარლამენტის წევრს, მოქალაქეობისა და მრავალმხრივი კულტურული ურთიერთობების საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს- ნილ ანგუსს და ვიქტორიის შტატის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ სთოუნს.

შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვიქტორიის შტატთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას. ელჩმა, ასევე, ავსტრალიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე.

ავსტრალიური მხრიდან დაფიქსირდა საქართველოსთან კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების გამოკვეთილი სურვილი. მხარეები მიესალმნენ ავსტრალიელი ტურისტების საქართველოსადმი მზარდ ინტერესს, რაც ბოლო წლებში საგრძნობლად შესამჩნევია.