სამინისტროში ეუთო-ში საქართველოს წარმომადგენლობის ზრდის შესაძლებლობების შესახებ სემინარი მიმდინარეობს

18.06.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის, კანდიდატურების მხარდაჭერის სამმართველოსა და ეუთო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (DHR) თანამშრომლობის ფარგლებში, გაიხსნა  სემინარი ეუთო-ში საქართველოს წარმომადგენლობის ზრდის შესაძლებლობების თაობაზე.  სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. სემინარს უძღვება ეუთო-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის რეკრუტმენტის სექციის უფროსი, გუსტავო არაუჯო.

სემინარის მიზანია საქართველოს შესაბამისი სამიზნე ჯგუფის ინფორმირების ხელშეწყობა ეუთო-ს სისტემაში დასაქმებასთან დაკავშირებით, რაც ზოგადად განაპირობებს საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობის ზრდას ზემოხსენებულ ორგანიზაციაში. სემინარი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა ასევე იგეგმება მომავალშიც.