საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საახალწლო შეხვედრას უმასპინძლებს

17.01.2018  ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის 17 იანვარს, თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებები ეწევიან.   მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მათთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ბავშვებს სახალისო-სამეცნიერო შოუზე უმასპინძლებენ და საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. 

ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ბავშვებს  საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე და  მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე შეხვდებიან.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები ასევე ესტუმრებიან სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს „ექსპერიმენტარიუმ“-ს, სადაც დაათვალიერებენ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის   80-მდე ექსპონატს და მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მათთვის გამართულ  აზოტის  შოუში.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანამანათლებლო რესურსცენტრებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით ხორცილედება.

ღონისძიების ფარგლებში  ბავშვებს ასევე გადაეცემათ  ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობების გამართვა უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს.