საქართველოს ელჩი საბერძნეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ერთობლივ დელეგაციას შეხვდა

11.03.2019 საბერძნეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საებრძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ერთობლივ დელეგაციასთან.


შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების გზები, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის შექმნა.

მხარეებმა გაამახვილეს ყურადღება ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის პერსპექტივებზე და და ქართულ დიასპორასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

ხაზი გაესვა საქართველოს საელჩოსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის გაერთიანებული დელეგაციის კვარტალური შეხვედრების პროდუქტიულ ხასიათს.