საქართველოს ელჩმა პანამის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2.05.2018 პანამა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პანამის რესპუბლიკაში (რეზიდენციით . მეხიკოში), ზურაბ ერისთავმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ქვეყნის პრეზიდენტ, ხუან კარლოს ვარელა როდრიგესს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და პანამის პრეზიდენტს შორის,რომლის დროსაც მიმოხილულ იქნა საქართველოსა და პანამის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. პანამის პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს ელჩს ორ ქვეყანას შორის  მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

სიგელების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდა პანამის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ისაბელ სანტ მალო დე ალვარადო და საქართველოს საპატიო კონსული პანამის რესპუბლიკაში, ერასმო პინილია.

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.