საქართველო არის მთელს რეგიონში ამერიკის ყველაზე ძლიერი სტრატეგიული მხარდამჭერი- დავით ზალკალიანი

8.02.2019 აშშ- „ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც რუსეთის უკანონო ქმედებას მხარს უჭერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასდროს არ იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული და მიღებული.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კონგრესმენ ფრანცის რუნის მიერ ინიცირებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, რომელიც საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი  დამოკიდებლობის აღიარებას გმობს.

მინისტრის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს არა მხოლოდ აშშ, არამედ ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობა.

დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა, რომელიც
გამოიხტება არამხოლოდ რეზოლუციებში და მხარდამჭერ განცხადებებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებში, მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.