საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

16.10.2019 დიდი ბრიტანეთი - საქართველო-გაერთიანებული სამეფოს უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო განზომილების ფარგლებში, გამართულ საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე, ქართველი და ბრიტანელი დეპუტატების მიერ მიღებული იქნა ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც ასახული არის საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებები, ასევე კომუნიკე განსაზღვრავს სამომავლო პრიორიტეტებს.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მიმართ.