საქართველო და მონღოლეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

საქართველოს და მონღოლეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი მიხეილ ჯანელიძის წერილში აღნიშნულია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მონღოლეთთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს მონღოლეთის მთავრობასთან, რათა გააღრმაოს თანამშრომლობა ყველა სფეროში.

მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცენდ მუნხ-ორგილის მისალოც წერილში, მინისტრი კმაყოფილებით აღნიშნავს საქართველოს და მონღოლეთს შორის პარტნიორობის დადებით დინამიკას, გამოთქმულია სურვილი, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი
მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი