საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ფრაქციის „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარესთან გაგიკ წარუკიანთან

1.05.2019 სომხეთი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ფრაქციის „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარესა და ამავე სახელწოდების პარტიის ხელმძღვანელს გაგიკ წარუკიანს.
 
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე და ასევე საპარლამენტო სტრუქტურებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე. განხილულ იქნა ბიზნეს-წრეების დაახლოებისა და ბიზნეს-ფორუმის გამართვის შესაძლებლობები.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობას.
 
შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის  ვიცე სპიკერი ვაჰე ენფიაჯიანი.