„საქართველომ დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ევროპის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების რუკაზე“ - ჯანელიძე

06.10.2017, თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან ყოველკვარტალურ საინფორმაციო შეხვედრაზე ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დადებითი დინამიკა მომოიხილა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპის სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატულ დიდ ინტერესს, რაც არა მხოლოდ მაღალი დონის ვიზიტებში, არამედ კონკრეტულ პროექტებში აისახა, „საქართველოსთვის პრიორიტეტულია ისეთივე მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერება დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როგორიც საქართველოს აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. ეს ურთიერთობები ვითარდება და ამის დასტურია არა მხოლოდ მაღალი დონის ვიზიტები, არამედ ის რომ ევროპის სახელმწიფოების მხრიდან ჩნდება კონკრეტული ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. ამის დასტურია მაგალითად იტალიის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინიტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოში, იტალიის 60 უმსხვილეს კომპანისთან ერთად, რომელთა ჯამური კაპიტალი 60 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ არ იგრძნობოდეს საქართველოს სტაბილურობა, ჩვები ქვეყნის წარმატება ვეროინტეგრაციის გზაზე და რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები. საქართველომ დაიმკვიდრა თავისი თავი ევროპის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ევროპის პოლიტიკურ და უსაფრთხოების რუაზე, როგორც არა მხოლოდ მხარდაჭერის მიმღებმა, არამედ კონტრიბუტორმა ქვეყანამ“-განაცხადა ჯანელიძემ. 

ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ შეაფასა გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და შეხვედრა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, „ეს ხაზს უსვამს ჩვენს თანამსრომლობის მაღალ დონეს და მაღალ ხარისხს“ -განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის არის ეკონომიკური კავშირების განვითარება, „გერმანია დიდად აფასებს იმ რეფრომებს და სტაბილურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. არსებობს საქართველოში მეტი გერმანული ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს დასავლეთ ქვეყნების დასაყრდენი რეგიონში. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი რომელიც უზრუნვეყოფს ევროპის კავშირს რეგიონთან და რეგიონს მიღმა - აზიაში. საქართველომ მიაღწია სანდოობას დასავლეთის თვალში და ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა“-გადასვლა განაცხადა ჯანელიძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა გერმანიასთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ვითარდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რისი დასტურიც არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გერმანიის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში და გერმანიის აქტიური მონაწილეობა როგორც ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის, ასევე თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ჯანელიძის განცხადებით გერმანია, მათ შორის ფედერალური კანცლერის დონეზე ძალიან დიდად აფასებს საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში და ქართველი ჯარისკაცების თავდაუზოგავ სიმამაცეს და გვერდში დგომას.