საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დელეგაცია ეწვევა

3-5 ივნისს საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი უნითი დოუ ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ბოცვანას დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს შეხვდება.

უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ბოცვანას დელეგაცია ასევე მოინახულებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.

ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას.