საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება ბუდაპეშტში

31.05.2019. ბუდაპეშტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართაღონისძიებას ესწრებოდნენ  უნგრეთის პოლიტიკური, კულტურული, აკადემიური და სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და უნგრეთში ქართული დიასპორა .
 
საქართველოს საგანგებოდა სრულუფლებიანმა ელჩმა  ზაალ გოგსაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან ისაუბრა უნგრულ-ქართული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, საქართველოში დღეს არსებულ გამოწვევებზე, ევროპული და   ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიერ გაწეულ სამუშაოსა და მიღწევებზე  და ხაზი გაუსვა.  ამ პროცესში უნგრეთის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
 
ღონისძიების საპატიო სტუმარმა, უნგრეთის პარლამენტის წევრმა და უნგრეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ლორინც ნაჩამ საქართველოს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კარგ თანამშრომლობას როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში და კვლავ დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენტიტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი, ასევე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისადმი.
 
ოფიცალური ნაწილის დასრულების შემდეგ უნგრელმა მომღერლებმა შ. ბოიკიმ, ვირაგ ფარკაშმა (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულები) და ბერნადეტ ვიდამ შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები.