საქართველოს დელეგაციამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს თემატური სტენდები დაათვალიერა

10.10.2018 ქ. ფრანქფურტი - საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს თემატური სტენდები დაათვალიერა.

სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის პროდუქცია.