საქართველოს ელჩი არგენტინის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

15.03.2019 არგენტინა- არგენტინაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი არგენტინის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, დეპუტატ ბეატრის ავილას შეხვდა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საპარლამენტო თანამშრომლობის, მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვისა და მეგობრობის ჯგუფთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების საკითხები.
 
საუბარი ასევე შეეხო უახლოეს დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს არგენტინაში.