საქართველოს ელჩი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

14.10.2018 არგენტინა - არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა გამართა არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, არგენტინის სენატის თავმჯდომარესთან, გაბრიელა მიკეტისთან.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ  ურთიერთობებს, რასაც ადასტურებს ვიზიტების გაცვლის მზარდი დინამიკა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ  ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
 
გაბრიელა მიკეტიმ დაადასტურა არგენტინის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.