საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერს შეხვდა

26.11.2019 აზერბაიჯანი - გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერთან ბახარ მურადოვასთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, აგრეთვე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა საპარლამენტთაშორისო ფორმატებში.