საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

1.04.2019 აზერბაიჯანი- საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან აფლატუნ ამაშევთან.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

შეხვედრაზე ასევე  აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმატებული ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების წინსვლის პროცესს.
 
ზურაბ პატარაძემ აფლატუნ ამაშევს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ 9 აპრილის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფართოდ აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობას ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.