საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

10.06.2019  აზერბაიჯანი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ხალაფ ხალაფოვთან.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს, ასევე განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

 
შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს, 2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუციის - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერის გამო.