საქართველოს ელჩი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.06.2019 დაკა - ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) არჩილ ძულიაშვილმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან დრ. ა. კ. აბდულ მომენთან გამართა.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბანგლადეშის საგარეო უწყებებს შორის მჭიდრო დიალოგის მნიშვნელობას. ამავე კონტექსტში, პოლიტიკური კონსულტაციების შემდგომი, მეორე რაუნდის მიმდინარე წელს ქ. თბილისში ჩატარების აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს.