საქართველოს ელჩი ბელარუსის კულტურის მინისტრს შეხვდა

20.01.2020 ბელარუსი - საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია შეხვდა ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს იური ბონდარს. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს საელჩოს მიერ 2020 წლისთვის დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, მათ შორის "თბილისობა".

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს დიდი ხნის კულტურულ-ისტორიული მეგობრობა აკავშირებს. გამოითქვა მზაობა ხელი შეუწყონ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.