საქართველოს ელჩი ბოცვანის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

9.05. 2018 . აბორონე - ბოცვანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი (რეზიდენციით . პრეტორია) ბოცვანის რესპუბლიკის დედაქალაქ აბორონეში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები ბოცვანის საერთაშორისო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლებთან, ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორთან, ტებოგო ლილი მოცომესთან და მრავალმხრივ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორთან, ბენეშია ჩინგაპანესთან. შეხვედრებს ესწრებოდა გაბორონეში საქართველოს საპატიო კონსული მოთუსი სერუმოლაც.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს და ბოცვანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი, ასევე, ეწვია გაბორონეში საქართველოს საპატიო კონსულის, მოთუსი სერუმოლას ოფისს, სადაც განიხილა, საქართველოსა და ბოცვანას დასაახლოებლად ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები.