საქართველოს ელჩი ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

25.04.2017 სარაევო - სარაევოში, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს, მლადენ ივანიჩს შეხვდა.
 
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი  ურთიერობების აქტუალური საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა მოხდეს გამოცდილების ურთიერთგაზიარება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე, რამდენადაც აღნიშნული მიმართულება ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.