საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ეროვნული კონგრესის ფედერალური სენატის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

07.02.2019 ბრალიზია - საქართველოს ელჩმა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დავით სოლომონიამ, შეხვედრა გამართა ეროვნული კონგრესის ფედერალური სენატის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალაგოას შტატის სენატორ ფერნანდო კოლორ დე მელოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართელოსა და ბრაზილიას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებისა და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას