საქართველოს ელჩი ბრაზილიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

2.07.2019 ბრაზილია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს სერჟიო მორუს შეხვდა.
 
შეხვედრისას განხილული იქნა ქვეყნებს შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პერსპექტივები. გამოითქვა მოლაპარაკებების გაგრძელების მზადყოფნა, იმ ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის დასრულების მიზნით, რომელიც სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სფეროებში სამართლებრივ ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.
 
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოში განხორციელებული წარმატებული ინსტიტუციური და გამჭირვალე მმართველობის რეფორმების შესახებ, რის შედეგადაც მსოფლიო მასშტაბით ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაჩინო მაგალითად იქცა. აღნიშნა, რომ ბრაზილია მიესალმება ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებას. მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებას.