საქართველოს ელჩი ბრაზილიის საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებს შეხვდა

სოლომონია, ქ. ბრაზილიის ერთ-ერთ ფუნდამენტური სწავლების ცენტრს ეწვია.
 
საგანმანათლებლო ცენტრში ვიზიტისას, საქართველოს ელჩი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. დავით სოლომონიამ  მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა მინი-კონკურსი საქართველოს შესახებ. დავით სოლომონიამ კონკურსში გამარჯვებულები სიმბოლური სუვენირებით დააჯილდოვა.  ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ საელჩო მომავალში მჭიდროდ ითანამშრომლებს აღნიშულ საგანმანათლებლო ცენტრთან.
 
საქართველოს ელჩის ვიზიტი საგანმანათლებლო ცენტრში ბრაზილიის ფედერალური ოლქის გუბერნატორის მეუღლის, მარსია როლენბერგის პატრონაჟით მოქმედი პროგრამის - „საელჩოების ღია კარი დღის“ ფარგლებში გაიმართა.