საქართველოს ელჩი ბუტანის სამეფოს ეწვია

9.05.2018 ინდოეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ ძულიაშვილი  ვიზიტით ეწვია ბუტანის სამეფოს დედაქალაქ თიმფუს.
 
ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას და სხვადასხვა სფეროში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა  შეხვედრები ბუტანის საგარეო საქმეთა, განათლების, შრომისა და ადამიანური რესურსების სამინისტროებში, ასევე ბუტანის ტურიზმის საბჭოში.