საქართველოს ელჩი ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრს შეხვდა

 6.03.2019  ჩეხეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრთან რობერტ პლაგასთან.
 
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას განათლების სფეროში. ასევე, ხაზი გაესვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს ელჩმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა სასწავლო სტიპენდიებისთვის, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა ყოველ წელს გამოყოფს ქართველი სტუდენტებისთვის. 
 
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.