საქართველოს ელჩი ჩეხეთის კულტურის მინისტრს შეხვდა

18.03.2019 ჩეხეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ანტონინ სტანეკთან.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩეხეთს შორის კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და არსებული კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს.
 
ასევე, ხაზი გაესვა ორივე ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალებში მხარეების მონაწილეობის მნიშვნელობას. ამასთან, ელჩმა მინისტრი საქართველოში მიიწვია „ევროპის კულტურის დღეების“ ფარგლებში მაისში დაგეგმილ კულტურულ ფორუმში მონაწილეობის მიზნით.