საქართველოს ელჩი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

25.01.2019 ჩეხეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრთან  ტომაშ პეტრჟიჩეკთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ორმხრივი ვიზიტების აქტიური დინამიკა და ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ასევე, განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩეხეთის მხარემ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ავღანეთის ნატო-ს მისიაში და დაადასტურა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერა.