საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ევრაზიის რეგიონიდან 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად აღიარეს

26.04.2017, ლონდონი - ქ. ლონდონში Tata DIPLOMAT magazine-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ცერემონიაზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი ევრაზიის რეგიონიდან 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად აღიარეს.

საქართველოს ელჩს ჯილდო ქ. ლონდონში Jumeirah Carlton Tower-ში გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს, რომელსაც 250 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ქ. ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, წამყვანი დიპლომატები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია უკვე მე-9 წელია იმართება და აღიარებს ლონდონის დიპლომატიური წარმომადგენლობების გამორჩეულ საქმიანობასა და წარმატებებს, რაც მათი ქვეყნების კეთილდღეობას ემსახურება. ჟურნალმა DIPLOMAT გამარჯვებულები გამოავლინა 10 კატეგორიაში. კანდიდატები დასახელებულ იქნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ.