საქართველოს ელჩი ეგვიპტის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

25.10.2018 ეგვიპტე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ქარიმ აბდელ დარვიშს შეხვდა.
 
 შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეგვიპტესა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების და ურთიერთსასარგებლო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე,  ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
 
ქარიმ აბდელ დარვიშმა განაცხადა, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის დღის წესრიგში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფორმირება პრიორიტეტთა სიაშია და ამ მიმართულებით  ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
 
მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეგვიპტის პარლამენტის წევრები სალაჰ შავკი ოკელი  და ტარეკ ელ ხოული.