საქართველოს ელჩი ბრაზილიიის ეროვნული კონგრესის ფედერალური სენატის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

16.05.2019 ბრაზილია-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ,  დავით სოლომონია, ბრაზილიიის ეროვნული კონგრესის ფედერალური სენატის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, ნელსიონიო ტრადს შეხვდა.
 
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებისა და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.