საქართველოს ელჩი ესტონეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

21.01.2020 ესტონეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან რაივო აგეთან.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ესტონეთის დინამიკურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. არჩილ ყარაულაშვილმა ესტონურ მხარეს გააცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას საქართველოს პრიორიტეტების შესახებ.
ელჩმა ესტონური მხარის მიმართ მადლიერება გამოთქვა როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ისე სხვადსხვა მნიშვნელოვან სფეროში ესტონური გამოცდილების გაზიარებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.