საქართველოს ელჩი ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

28.01.2020 ესტონეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მარტ ჰელმესთან.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ესტონეთის დინამიკურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. არჩილ ყარაულაშვილმა ესტონურ მხარეს გააცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული წარმატებები; საუბარი შეეხო მიგრაციის პოლიტიკას და ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობის გამოყენების მნიშვნელობას.
ელჩმა ესტონური მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა სხვადსხვა მნიშვნელოვან სფეროში ესტონური გამოცდილების გაზიარებისათვის.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.