საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ანკარის მერს შეხვდა


1.08.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის ახლადარჩეულ მერთან, მანსურ იავაშთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორი ქალაქის ანკარა-თბილისის მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას, რისი დასტურიც არის  1996 წელს ანკარა-თბილისის დაძმობილების ფაქტი, 2017 წელს ანკარაში თბილისის პარკის გახსნა, 2019 წლის 18 იანვრიდან კი ანკარა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს ეს ხელს უწყობს  ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას, ბიზნესწრეების დაახლოებასა და ტურისტული მიმოსვლის გაზრდას.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა ანკარის მერს მანსურ იავაშს, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის მისალოცი წერილი გადასცა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.