საქართველოს ელჩი გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

17.01.2020 გვატემალა -  გვატემალას დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში, გვატემალაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კარლოს მარტინესს და უწყების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის - საქართველოსა და გვატემალას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე, SICA-ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და 2020 წლის აპრილში, საქართველოსა და გვატემალას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 10 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშვნის საკითხები.