საქართველოს ელჩი იორდანიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

26.02.2019 იორდანია-  ქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ატეფ ტარავნესთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის პარლამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
 
დადებითი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკას, ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა  2018 წლის თებერვალში  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და  მიმდინარე წლის აპრილში  იორდანიის სენატის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.