საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

30.01.2019 იორდანია-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან მუჰამედ აბუ რუმანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ახალგაზრდების განათლების სფეროში.
 
შეხვედრაზე იორდანიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა, რომ იორდანია დაინტერესებულია საქართველოსთან არსებული ურთიერთობების გაღრმავებით და მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან კულტურის, სპორტისა და განათლების მიმართულებით. აღინიშნა, რომ იორდანიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა, რაც ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.