საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

28.02.2019 იორდანია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან იბრაჰიმ შაჰაჰდესთან.
 
 
შეხვედრაზე მხარეებმა მომოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იორდანიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სოფლის მეურნეობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის კონკრეტულ დარგებსაც.
 
 
იბრაჰიმ შაჰაჰდემ დაადასტურა საქართველოსთან სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას.