საქართველოს ელჩი იტალიაში ქ.პეზაროში შეხვედრებს მართავს

16.02.2018 ქ.პეზარო -  ქართული კულტურის დღეების პარალელურად, რომელიც საქათველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება,საქართველოს ელჩი კარლო სიხარულიძე შეხვედრებს მართავს ქალაქი პეზაროს მმართველობასა და სავაჭრო-ეკონომიკურ წრეებთან.

16 აპრილს საქართველოს ელჩი პეზაროს სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს, ალბერტო დრუდის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლითაც მარკეს რეგიონის მეწარმეები არიან დაინტერესებულები. განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ვაჭრობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, საქართველოსა და მარკეს რეგიონის ბიზნესწრეებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში, ცნობილი გახდა რომ იტალიის მარკეს რეგიონიდან მეწარმეთა ჯგუფი გაემგზავრება საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით. ელჩმა სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე პროცესები და განვითარების მიმართულებები გააცნო.