საქართველოს ელჩი კანადური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

7.03.2019 კანადა-ტორონტოში მიმდინარე წიაღისეულის მოპოვების საერთაშორისო გამოფენის (PDAC) ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი ტორონტოსა და ვანკუვერში ბაზირებულ კანადურ სამთო მომპოვებელ კომპანიების "ალამოს გოლდ”, "სენტერა გოლდ" და "ალტაირ" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
ელჩმა კომპნანიების წარმომადგენლებს გააცნო პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის და დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ.  შეხვედრის მონაწილეებს კონსტანტინე ქავთარაძემ მიაწოდა ინფორმაცია  ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსა და ლიბერალური საგადასახადო სისტემის შესახებ.
 
შეხვედრაზე წიაღის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში სამთო მოპოვების სფეროში არსებულ რეგულაციებსა და საქმიანობის ძირითადიმიმართულებების შესახებ.
 
მან კომპანიებს გადასცა წიაღისეულის მოპოვების სფეროში საქართველოს პოტენციალის ამსახველი ბუკლეტები.​